გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბორჯომში, საკირეს ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

1-05-2018

ბორჯომში, საკირეს ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი დაახლოებით 5-6 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის ახალციხის სამსახურის უფროსის, ილია თავთეთრიშვილის განცხადებით, დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ქვათაცვენის საფრთხის გამო ტყის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ, ჟურნალისტებსა და ადგილობრივებს სტიქიის ზონამდე მისვლა ეკრძალებათ. სალიკვიდაციო სამუშაოში გვიან ღამით თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველებიც ჩაერთნენ.

ხანძარი სოფელ საკირეში, დღეს, 30 აპრილს, 19:00 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი სოფლიდან შვიდი კილომეტრის დაშორებითაა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში ბორჯომის ტყეში ძლიერი ხანძარი იყო. ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარმა 752 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 525 ძველი ნახანძრალი ტერიტორიაა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728