გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

1-04-2021

მიმდინარე წლის 27 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 1269 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმისა და 2 კილოგრამი უაქციზო თუთუნის გადაზიდვის 5 ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო საქმეთა მასალები, სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930