გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პარლამენტთან აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს

1-05-2018

თბილისში, პარლამენტის შენობის უკანა მხარეს,  „თანასწორობის მოძრაობის” აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ ადგილიდან წაიყვანა კონტრაქციის მონაწილე გურამ ფალავანდიშვილი.

პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს წინ ორი აქცია იმართება. "თანასწორობის მოძრაობა" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფო კილაძის გათავისუფლებას ითხოვს.

პარალელურად კონტრაქციას მართავს „მართმადიდებელ მშობელთა“ კავშირი. ორგანიზაციის აქტივისტთა თქმით, ისინი არ დაუშვებენ ქვეყანაში „უმსგავსობა მოხდეს“ და ლგბტ თემმა 17 მაისს აქცია მოაწყოს.

ამ დროის მონაცემებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაკავებული პირები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, რის გამოც პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო. 

alia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728