გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე: საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების გამო დაიღუპნენ

7-04-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური მდინარე ენგურზე დატრილებულ ტრაგედიას ეხმაურება.

რუსლან აბაშიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების გამო. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ოკუპაცია, პირველ რიგში, კონკრეტული ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აისახება. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

წლების მანძილზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, დახმარებას გაუწევს დაღუპულების ოჯახის წევრებს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა, ყველა არსებული ფორმატის გამოყენებით, მკაცრად დადგეს საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების ფაქტზე“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930