გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

27-12-2017

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ზვიადაძემ და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია საუნივერსიტეტო/საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებსა (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) და სააგენტოს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პროექტებში ჩართულ პირთა წვდომა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან, ,,Boot Camp” ბანაკებში ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობა, სტუდენტებში სასწავლო და სამეცნიერო მოტივაციის გაღვივება, რელევანტური ხასიათის სამეცნიერო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, სასწავლო პროცესში ტექნოპარკის სპეციალისტების მოწვევა და მასტერკლასების ჩატარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930