გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე ლანჩხუთის მერს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

9-04-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, შემდეგ კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, მერის პირველ მოადგილეს, ბიძინა იმნაიშვილს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა.

კობა კობალაძემ, მასპინძლებს, სამსახურის გეგმები გააცნო, რომლებიც უშუალოდ, რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. მუნიციპალიტეტის მერმა, კი, ისაუბრა იმ შეღავათებსა და პროგრამებზე, რასაც მუნიციპალიტეტი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ვეტერანებისთვის ახორციელებს; საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე დგას და რომელთა დაძლევაც, ვეტერანთა თანადგომას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მხარეებმა ამ გამოწვევათა ერთობლივად გადაჭრის გზები დასახეს.

კობა კობალაძემ, ვეტერანებისგან, დეტალურად მოისმინა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლებიც რეგიონის ვეტერანების საზრუნავს წარმოადგენს; საუბარი შეეხო საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდას და ასევე, აგრარულ სფეროში დასაქმებულ ვეტერანთა დახმარებასა და სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის პროგრამების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვეტერანებმა, კობა კობალაძეს, მიწის ლეგალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, სამართლებრივი დახმარება სთხოვეს; მან, ვეტერანებს, აღუთქვა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი, ძალისხმევას არ დაიშურებს და კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს სამსახურის ბენეფიციარების დასახმარებლად.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმიურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930