გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა

1-05-2018

ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. მოზარდი საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728