გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ზურაბ სიჭინავა უხელმძღვანელებს

12-04-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა წარადგინა.

ზურაბ სიჭინავა განათლებით სამართალმცოდნეა. მას, ასევე აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ზურაბ სიჭინავა დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. ამასთან, მას აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ზურაბ სიჭინავას პრეზენტაციის სახით, საქმიანობის ბოლო ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.

საბაჟო დეპარტამენტის ახალი უფროსის წარდგენას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930