გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: პოლიტსაბჭო ყველა საკითხთან დაკავშირებით თემებს მოუყრის თავს

1-05-2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნების“ განახლებული პოლიტსაბჭო ყველა საკითხის შესახებ იმუშავებს.
მისივე თქმით, საბჭოს საქმიანობაში დიდი ყურადღება დაეთმობა ადგილობრივ მუნიციპალურ პრობლემებს.
ამის შესახებ ვოლსკიმ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„პარტიული მშენებლობა ითვალისწინებს საკადრო გაძლიერებას. ვფიქრობ, ორგანიზაციულ ნაწილში დიდი ყურადღება მიექცევა რეგიონალურ, ადგილობრივ მუნიციპალურ პრობლემებს და არამარტო პარტიული პოლიტიკური ხაზით. 
ყველა საკითხთან დაკავშირებით თემებს მოუყრის თავს პოლიტსაბჭო“- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ საბჭოს წევრობის კანდიდატთა ვინაობა გახდა ცნობილი. ესენი არიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, კახა კალაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30