15-04-2021
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხდებით, ქაბულთან და მოკავშირეებთან კონსულტაციების საფუძველზე ყველაზე ხალგრძლივი ომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს, იმ ომებს შორის რომლებშიც შეერთებულ შტატებს მონაწილეობა მიუღია.
მისივე განცხადებით, მხოლოდ ავღანელ ხალხს აქვს უფლება და ვალდებულება ქვეყნის მართვის და ამერიკელი სამხედროების მათ ქვეყანაში მუდმივი ყოფნა ავღანეთის მდგრადი მთავრობის შექმნას და მის მხარდაჭერას ხელს ვერ შეუწყობს.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ნაჩქარევ გაქცევას არ აპირებენ, ორგანიზებულად და უსაფრთხოდ, მოკავშირეებთან კოორდინაციით დატოვებენ ქვეყანას და თალიბანის ნებისმიერ მცდელობას მათ სამხედროებს თავს დაესხნან, მკაცრად უპასუხებენ.
„10 წლის წინ პრეზიდენტმა ობამამ მთხოვა ჩავსულიყავი ავღანეთში სიტუაციის ადგილზე შესასწავლად. იმან, რაც ქვეყანაში ჩემი თვალით ვნახე კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ მხოლოდ ავღანელ ხალხს აქვს უფლება და ვალდებულება ამ ქვეყნის მართვის. ამერიკელი სამხედროების მუდმივი ყოფნა, კი იმ ქვეყანაში ვერც ავღანეთის მდგრადი მთავრობის შექმნას და ვერც მის მხარდაჭერას ხელს ვერ შეუწყობს. ამიტომ ქაბულთან და მოკავშირეებთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ყველაზე ხანგრძლივი ომი დავასრულოთ, რომელშიც შეერთებულ შტატებს მიუღია მონაწილეობა. ჩვენ არ გავიქცევით ნაჩქარევად ავღანეთიდან, გავალთ ორგანიზებულად და უსაფრთხოდ მოკავშირეებთან კოორდინაციით და თალიბანის ნებისმიერ მცდელობას ჩვენს სამხედროებს თავს დაესხნან, მკაცრად ვუპასუხებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ჩვენს მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში თითქმის 20 წლის განმავლობაში. ძალიან მადლიერი ვართ მათ მიერ საერთო მისიაში შეტანილი წვლილისა და მსხვერპლისთვის. ჩვენ ერთად ვიყავით და ერთად გამოვალთ. ამერიკური ჯარები ისევე როგორც „ნატო“-სა და ოპერაციაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების ძალები, ავღანეთს დატოვებენ ვიდრე ჩვენ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმიდან 20 წლის თავს აღვნიშნავთ. ჩვენ განვაგრძობთ ავღანეთის მთავრობასთან თანამშრომლობას, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს მათ შორის რუსეთს, პაკისტანს, ჩინეთსა და ინდოეთს, ავღანეთის მხარდაჭერა გაააქტიურონ, რადგან სტაბილური ავღანეთი მათ ინტერესებში შედის“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.