გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილი ცენტრი 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 250 მოქალაქეს მოემსახურა

1-05-2018

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 250 მოქალაქე მიიღო. ახლადგახსნილმა ცენტრმა ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.


საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში თავმოყრილია 50-მდე სერვისი, მათ შორის, მომსახურების სააგენტოს გარკვეული სერვისები.


შსს-ს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ცენტრში დანერგილია დოკუმენტბრუნვის და საქმისწარმოების ახალი, ელექტრონული სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და ეფექტიანი სერვისების მიწოდებას.


ასევე, ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930