27-12-2017
ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ იმსჯელა პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე. განისაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები და კანონპროექტების განხილვის გრაფიკი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და მე-4 ეტაპის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით შექმნილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე“, ინიციატორთა მოთხოვნით დაჩქარებული წესით განიხილება, რაც არ გამორიცხავს იანვარში რიგგარეშე სესიის მოწვევის საჭიროებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, საკითხის დაჩქარებული წესითგანხილვა მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს მიმდინარე სასამართლო რეფორმა. ბიურომ ამ საკითხს მხარი დაუჭირა.
ბიურომ განიხილა და მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ორი ახალი ფრაქციის - „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოს“ და „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ შექმნას, რომლის შესახებაც საპროცედურო საკითხთა და წესებისკომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა კომიტეტის დადებითი დასკვნა გააცნო კოლეგებს.
ბიუროზე იმსჯელეს ასევე პარლამენტის წევრთა განცხადებები მათი ფრაქციებში გადაადგილების შესახებ.
ბიურომ ცნობად მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნები რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებაზე, ასევე რამდენიმე კანონპროექტის დასაბუთებული გამოთხოვის შესახებ.
ბიურომ ასევე ცნობად მიიღო ეუთოს საპარლამენტო ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (სოფიო ქაცარავა, გიორგი წერეთელი) ვიზიტის ანგარიში.