გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ბაზარზე რაც არ უნდა ფულის ჭარბი მოცულობა იყოს თუ ქვეყანას ინვესტორი არ ენდობა, ის ამ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს

16-04-2021

ბაზარზე რაც არ უნდა ფულის ჭარბი მოცულობა იყოს თუ ქვეყანას ინვესტორი არ ენდობა, ის ამ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს და ასეთი ალტერნატივა ძალიან ბევრია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან განაცხადა, საქართველომ საერთაშორისო ინვესტორებთან გამართულ შეხვედრებზე, ნათლად დადასტურდა, რომ მათი მხრიდან საქართველოსადმი დაინტერესება ძალიან მაღალია.

„ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკას ინვესტორები ენდობიან ჩვენ ეს ცხადად დავინახეთ ე,წ, ,,Roadshow"-ების დროს. ის, რომ დღეს პანდემიაა და მომავალში შედარებით პროგნოზირებადი გარემო ნაკლებადაა, ეს კიდევ უფრო ართულებს ამ პროცესს და პირიქით, უფრო ნეგატიურად მოქმედებს საპროცენტო განაკვეთზე. ამის მიუხედავად, როდესაც ფიქსირდება ესეთი ნდობა ინვესტორების მხრიდან, ეს არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის, ყველა საინვესტიციო კომპანიისთვის, რომელიც ცდილობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ანუ ეს არის ერთგვარი ,,Benchmark"-ი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ყველა საინვესტიციო კომპანია გამოიყენებს მომავალში, რომ დაფიქსირდა ეს ზღვარი და ამაზე უნდა იქნას სწორება", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930