გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აპრილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 442 ფაქტი გამოვლინდა

3-05-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 442 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 32 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 75 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 19 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 58 ფაქტი, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 30, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 42 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 20 ფაქტი, შიდა ქართლში - 61, კახეთის მასშტაბით - 70 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 59 ფაქტი.


ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2430 მ3-მდე ხე-ტყე.


ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.


მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031