გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მხარის გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

4-05-2018

მხარის  გუბერნატორი კახა სამხარაძე, მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს  ეწვია, სადაც პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ სტუმარს სასწავლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო  პოტენციალი და სამომავლო გეგმები გააცნო. 

თავის მხრივ,   გუბერნატორმა   ახალციხესა  და ახალქალაქში  არსებული უნივერსიტეტების  განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.  ხაზი გაუსვა იმას,  რომ  მხარის განვითარებაში მათ უმნიშვნელოვანესი  ფუნქცია აკისრიათ. აქცენტები გაკეთდა რეგიონის  უმთავრესი პრიორიტეტების - ტურიზმისა და აგრარული  მიმართულებით საუნივერსიტეტო პროგრამების  გაძლიერებაზე და ამ მხრივ  ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.  ისაუბრეს,  ასევე რეგიონის  არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობის, სახელმწიფო ენის სტრატეგიის  სრულფასოვნად განხორციელებისა და მისი სწავლების მიზნით კვალიფიციური პედაგოგების მომზადებაში უნივერსიტეტის წვლილის შესახებ.  

შეხვედრის ფარგლებში, მხარეები სამომავლოდ   აქტიური   ურთიერთობების  გაღრმავების აუცილებლობაზეც შეთანხმდნენ. სამხარეო ადმინისტარციის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,   სტუდენტებმა სამუშაო პრაქტიკა  გაიარონ,  როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

 „თქვენ ხართ ის თაობა, რომლებმაც მომავალში ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაიბაროთ და მართოთ. დღეს,  საოცრად ნიჭიერი და კრეატიული ახალგაზრდობა გვყავს, უამრავი საინტერესო იდეით, ჩემი დიდი  სურვილია ერთობლივად  ძალიან ბევრი ღონისძიება და პროექტი განვახორციელოთ. მზად ვართ მივიღოთ თქვენგან საინტერესო იდეები და ინიციატივები, მოვაწყოთ ერთობლივი აქციები“ - განაცხადა გუბერნატორმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუდენტებმა და პედაგოგებმა გუბერნატორს, უნივერსიტეტის წინაშე არსებული პრობლემატური საკითხებიც გააცნეს, ისაუბრეს მათი მოგვარების გზებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30