გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობისა და მისი დამხმარე ქალი მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

4-05-2018

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„2018 წლის 2 მაისს საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე გ.ჩ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 108-ე მუხლითა და 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 მარტს დაახლოებით 13:30 საათზე განზრახი დანაშაულისთვის სამჯერ ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ჩ. მივიდა ქ, თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე მცხოვრებ ნ.კ.-სთან და განზრახ მოკვლის მიზნით, მაყუჩიანი „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებიდან ესროლა ნ.კ.-ს და ამავე ოჯახის დამხმარე ქალს - თ.ბ.-ს, რომელიც მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ.ბ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
2018 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიმალვაში მყოფ გ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. გ.ჩ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930