გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ვინ არის ქართველი დეპუტატი, რომელიც კანარის კუნძულებზე ვილას ფლობს

7-05-2018

საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი კობა ნაყოფიაა. გასულ წელს მონიტორინგის ცენტრ "მედიატორისა" და "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ნაყოფიას დეკლარირებული ქონება 8.033.500 მილიონი ლარია.


მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის 28 ივნისს შეავსო. ნაყოფიას საკუთრებაშია 55 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, მემკვიდრეობით მიღებული 360 კვ.მ ფართობის საცოხვრებელი სახლი გალში, ასევე მემკვიდრეობით მიღებული 1200 კვ.მ ფართობიოს მიწის ნაკვეთი გალში, 198 კვ.მ ფართობის
ბინა თბილისში, 223 კვ.მ ფართობის ბინა ასევე თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, 300 კვ.მ ფართობის ვილა ესპანეთში კანარის კუნძულებზე, 14 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი თბილისში ჭავჭავაძის გამზიზრე, 836 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი გონიოში და 400 კვ.მ ფართობის მშენებარე საცხოვრებელი სახლი გონიოში.


დეპუტატი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას Mercedes Benz GL 500, რომელიც 2010 წელს 95000 ევროდ შეიძინა, ასევე მსუბუქ ავტომანქანას Mercedec benz S63AMG, რომელიც 2008 წელს 157 000 ევროდ იყიდა. მის საკუთრებაშია ლადო გუდიაშვილის ორი ფერწერული ტილო, თითოში მას 25 000 დოლარი აქვს გადახდილი.


დეკლარაციის შევსების მომენტში, კობა ნაყოფიას HSBC BANK-ის მიმდინარეზე ერიცხებოდა 5000 დოლარი, სითი ბანკის მიმდინარეზე 10 000 დოლარი, როს ბანკის მიმდინარეზე 200 000 რუბლი, "თი–ბი–სი ბანკის" ოვერდრაფტზე 1514 ლარი, „საქართველოს ბანკის“ საბარათეზე 4065,09 ლარი, „ვი-თი-ბი“ ბანკის ოვერდრაფრტზე 5420 დოლარი, UKRSIBBANK, BNP PARIBAS GROUP-ის საბარათეზე 258,04 დოლარი, UKRSIBBANK, BNP PARIBAS GROUP-ის საბარათეზე 3583,34 უკრაინული გრივნა.


რაც შეეხება მის სამეწარმეო საქმიანობას, ის არის 100%-იანი წილის მფლობელი შპს Bioneli limited LTD ბრიტანეთი ვირჯინიის კუნძულები, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი მითითებულია ნული დოლარი. ის არის ასევე შპს გოლდინვესტი თბილისის რეგიონალური ცენტრის 100%-იანი წილის მფლობელი.

კობა ნაყოფიამ 2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით 56 037 ლარი აიღო.

დეკლარაციის შევსების მომენტში კობა ნაყოფიას იპოთეკური სესხი ჰქონდა საქართველოს ბანკში 371000 დოლარის სახით და ამის შედეგად მისმა გასავალმა შეადგინა 399 953 დოლარი. იმავე ბანკში მას ჰქონდა 2100000 დოლარის კომერციული სესხი და გასავალმა შეადგინა 161 422 დოლარი.





kvirispalitra.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930