7-05-2018
დაბა მანგლისთან ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 მგზვარი კი დაშავდა. წალკიდან კოდას მიმართულებით მოძრავი მერსედესის მარკის სამარშუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
დაშავებული მგზავრებიდან 4 თბილისში, ყოფილი არამიანცის სამედიცინო დაწესებულებაშია. მედიკოსები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
მომხდაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.