გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებს: ხანდახან ვბრაზდებით, მაგრამ თქვენ გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია

27-12-2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ყველას, გისურვებთ ძალიან ბევრ სიხარულს 2018-ში!

ყველას მადლობას გიხდით ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც თქვენ აკეთებთ. ხანდახან ვბრაზდებით:), მაგრამ თქვენს გარეშე მართლა წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარებაც, დემოკრატიაც, ადამიანებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაც.

ყველანი ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ღმერთმა ქნას, 2018-ში ძალიან ბევრი სასიხარულო ამბავი გვქონდეს ერთად სათქმელი ჩვენი მოსახლეობისთვის!“-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728