გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა ივნისის ბოლომდე მივიღოთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი

9-05-2018

„ჩვენ ოთხი კვირით გავაგრძელეთ შესაბამისი კანონპროექტის განხილვის ვადა. როგორც მოგეხსენებათ არის არსებითი აზრთა სხვადასხვაობა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევაჯეროთ პოზიციები და ეს უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში, იმისათვის, რომ სესიის ბოლომდე ანუ ივნისის ბოლომდე მოვახერხოთ შესაბამისი კანონპროექტის მიღება“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე განმარტებით, მთავარია ჩამოყალიბდეს დაბალანსებული პოლიტიკა და მიღწეული იყოს ორი მიზანი - შემცირდეს საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება და გატარდეს მაქსიმალურად რაციონალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა.


„ჩვენთვის მთავარია დაბალანსებული კანონპროექტის შემუშავება. მიზანი არის მარტივი -საქართველოში უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება და უნდა იყოს მაქსიმალურად რაციონალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. ეს არის ზოგადი მიზნები და ამ ზოგადი მიზნების ჭრილში უნდა იყოს განხილული კანონპროექტი. ჩვენ, ბუნებრივია, აპრიორი არც გამკაცრებისკენ და არც ლიბერალიზაციისკენ არ ვიხრებით. მთავარია, იყოს დაბალანსებული პოლიტიკა და მთავარია ეს ორი მიზანი იყოს მიღწეული. თუ მკაცრი პოლიტიკით არის შესაძლებელი ნარკოტიკების მოხმარების შემცირება, აქეთ წავალთ, თუ უფრო ლიბერალური პოლიტიკა შეუწყობს ხელს ნარკოპოლიტიკის შემცირებას, წავალთ მეორე მხარეს.


მთავარია, მიზანი იყოს მიღწეული და მთავარია, დაბალანსებული იყოს ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30