3-06-2021
სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა.
"სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ატლანტის ოკეანის იქიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. სენატორებთან განვიხილეთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა", - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.