გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელისო ბოლქვაძე: იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების პროექტის ფარგლებში საქართველო ქალაქ ბათუმის წარდგენას გეგმავს

4-06-2021

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარე ელისო ბოლქვაძე იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს კულტურის საკითხებში, ერნესტო ოტონეს შეხვდა.

შეხვედრაზე იუნესკოს მიერ ინიცირებული შემოქმედებითი ქალაქების საკითხის შესახებ იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში საქართველო ქალაქ ბათუმის წარდგენას გეგმავს.

„ვისაუბრეთ, ასევე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის თაობაზე, რომელიც 2022 წლისთვის იგეგმება. საქართველო, როგორც იუნესკოს წევრი ქვეყანა, საინტერესო პროგრამით ჩაერთვება ღონისძიებებში , რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის უნიკალურ თვითმყოფად კულტურას", -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930