გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციას უმასპინძლა

7-06-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის სარდლობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

შეხვედრას აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადამ სტერლინგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ენდრიუ შოფერი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოში ინტეგრაციას, ასევე ორ ქვეყანას შორის სამაგალითო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930