გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა

11-06-2021

საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის პერიოდში კერძო სექტორის დახმარების ღონისძიებებზე, რომელთა მიზანიც იყო თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, კომპანიებს გაეგრძელებინათ მუშაობა და პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფად შეძლებოდათ საქმიანობის მასშტაბების აღდგენა.

„ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით, 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა. აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულების რაოდენობა 2019 წლის აპრილში შეადგენდა 575 ათას ადამიანს. თუმცა, პანდემიის დროს 2020 წლის აპრილში შემცირდა 530 ათასამდე, ხოლო 2021 წელს გაიზარდა 627 ათასამდე ანუ გაიზარდა 2019 წელთან შედარებითაც, დაახლოებით, 9 პროცენტით", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მცირე და საშუალო ბიზნესი. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2021 წლის აპრილში მცირე ბიზნესი გაიზარდა 113 პროცენტით, საშუალო ბიზნესი 59 პროცენტით, მსხვილი ბიზნესი - დაახლოებით, 29 პროცენტით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930