გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისზე: მადლობა ყველას, ვინც იმ მძიმე ღამეს თუნდაც მცირედით დაეხმარა თანამოქალაქეს, მადლობა ახალგაზრდებს, ვინც სოლიდარობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს

13-06-2021

ეს ღამე იქცა ჩვენი მოქალაქეების, გასაოცარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანების ერთობის სიმბოლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 13 ივნისის სტიქიის შესახებ აცხადებს.

საქართველოს მთავრობის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, ვინც იმ მძიმე ღამეს თუნდაც მცირედით მაინც დაეხმარა თავის თანამოქალაქეს, ასევე მადლობას უხდის იმ ახალგაზრდებს, ვინც სოლიდარობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს.


„2015 წლის 13 ივნისი ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა. უმძიმესი განსაცდელი დაგვიდგა - სტიქიური უბედურების ზონად ქცეული დედაქალაქი და არაერთი შეწირული სიცოცხლე. პატივს მივაგებ ყველა დაღუპულის ხსოვნას.

ეს ღამე იქცა ჩვენი მოქალაქეების, გასაოცარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანების ერთობის სიმბოლოდ.

სტიქიას ვებრძოდით ყველა ერთად, ერთიანი ძალებით. არაერთი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი ვნახეთ, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

მადლობა ყველას, ვინც იმ მძიმე ღამეს თუნდაც მცირედით მაინც დაეხმარა თავის თანამოქალაქეს, მადლობა იმ ახალგაზრდებს, ვინც სოლიდარობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930