15-06-2021
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში ტექნოპარკში ღონისძიება „ტექნოლოგიების გადაცემა საქართველოში“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს პროექტის „Experts.ai for Georgia“ - ს ძირითადი მიღწევებისა და Expert.AI-ის პლატფორმის შედეგების განხილვას.
შეხვედრა ემსახურებოდა დისკუსიის გაღრმავებას საქართველოში ტექნოლოგიების გადაცემისა და კომერციალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე პანელური დისკუსიისას მხარეებმა განიხილეს ბიზნეს სექტორისა და აკადემიის სფეროს შორის არსებული გამოწვევები და განსხვავებული ხედვები საქართველოში ტექნოლოგიების გადაცემის პროცესთან მიმართებით.
გაიმართა ასევე ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მონაწილე რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია, ეს პროექტებია: ფართო გამოყენების ანტიალერგიული მედიკამენტი; ქართული იდიომებისა და ანდაზების ბაზა; მექანიკური გადაუდებელი ბლოკირების სარქველები (მოწყობილობა უსაფრთხოებისთვის) წყლის მიწოდებაზე;
საქართველოს ეროვნული და რეგიონული ატლასები; დახარჯული Mn- Zn სისტემის გამოყენება ელემენტებში.
ღონისძიება გაიმართა „Experts.ai for Georgia“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.