გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

16-06-2021

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდე საქართველოს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით 17 ივნისს ეწვევა.

ორდღინი ვიზიტის განმავლობაში, ანა ბიერდე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან; ასევე შეხვდება პარტნიორებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და განვითარების მიმართულებით მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ანა ბიერდე ასევე მოინახულებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - ტექნოპარკს, სადაც შეხვდება მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ბენეფიციარებს.

შვედეთის მოქალაქემ ანა ბიერდემ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2020 წლის 1-ლ მაისს დაიკავა.

ამ პოზიციაზე ის ხელმძღვანელობს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930