18-12-2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურაში მივიდა, თუმცა დაკითხვაზე არ შევიდა.
სააკაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
როგორც სააკაშვილმა პროკურატურაში განაცხადა, თუ პროკურატურის აზრით, ის სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რატომ არ მოხდა მისი მყისიერად განეიტრალება.
„ვლადიმერ პუტინმაც კი განაცხადა, რომ მე ვაწყობ გადატრიალებას უკრაინაში და რუსეთში ის ამას არ დაუშვებს. არანაკლები კორუმპირებული მმართველები არიან იქაც, ამიტომ ადარდებს პუტინს უკრაინის ხელისუფლება, რომ დროულად გამასამართლონ და დამაბრუნონ საქართველოში.
ნამდვილი რომ იყოს ეს საქმე, რატომ გადადეს დაკითხვა ათი დღით, თუ ადამიანი აწყობს გადატრიალებას, ნუთუ არ არის გენპროკურორისთვის ღირსების საკითხი სასწრაფოდ ჩემი განეიტრალება მოახდინოს, დაკითხვა და ქვეყნის გადასარჩენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, მაგრამ ამ ხალხმა მშვენივრად იცის, რომ არანაირი საქმე არ არსებობს. ფაქტიურად მეუბნებიან - გამოგფიტავთ გატარებთ ყოველ 5 დღეში ერთხელ სასამართლოში, გამოგკეთავთ შინაპატიმრობაში“- განაცხადა სააკაშვილმა.