გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლას 23-30 ივნისის პერიოდში განახორციელებს

22-06-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევის შედეგად, მიუხედავად პანდემიისა, იუნესკო-ს (UNESCO) უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოდის და როგორც კედლის მხატვრობის დაზიანების, ასევე სახურავის მოწყობის ხარვეზების დიაგნოსტიკის მიზნით მუშაობას 23 ივნისს შეუდგება.

კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები ერთი კვირის მანძილზე გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმა დაისახება.



სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტებს მისიის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ აქვთ გადაწყვეტილი. ისინი თვლიან, რომ მედიის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მხოლოდ მისიის დასასრულს, თბილისში დაბრუნებისას არის შესაძლებელი შემაჯამებელი ბრიფინგის გამართვა.



შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პირადად გაეცნო გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად - გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რაც უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალებას მისცემთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930