გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანტინარკოტიკულ ოპერაციებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარლამენტში მოუსმენენ

13-05-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას აქვს ყველა კითხვაზე პასუხი და მზად არის ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პარლამენტის წევრებს.


ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.


„შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ პარლამენტში ჩავატაროთ იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულის ხდომა. მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს და ნებისმიერ დეპუტატს, უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელს, ექნება საშუალება უშუალოდ მინისტრისგან მოისმინოს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე ჩატარებული ღონისძიების ნებისმიერ დეტალთან დაკავშირებით”- განაცხადა მდინარაძემ.


შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930