გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ვაქცინების შესაძენად დამატებითი დაფინანსების მიღების შესახებ სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

23-06-2021

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კოვიდ-19 -ის წინააღმდეგ რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსების შესახებ სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა.

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების თანახმად (COVID -19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება) ხდება დამატებითი დაფინანსების მიღება 28, 7 მლნ. ევროს ოდენობით, რომელიც უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით დაიხარჯება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, გასულ წელს მსოფლიო ბანკთან გაფორმებული იყო ხელშეკრულება, 73 მილიონ ევროზე, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების კუთხით იყო მიმართული. წარმოდგენილი სარატიფიკაციო დოკუმენტის თანახმად კი ხდება დამატებითი დაფინანსების მიღება 28, 7 მლნ. ევროს ოდენობით და ამ თანხით ძირითადად მოხდება ვაქცინის შესყიდვა და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება.

კომიტეტი ასევე დაეთანხმა ტექნიკურ ცვლილებას მთავრობის მიერ წარმოდგენილ მეორე სარატიფიკაციო დოკუმენტში „2020 წლის 1-ელი მაისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)" N1 ცვლილება". ცვლილების თანახმად, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძირითადი პროექტით გამოყოფილი თანხა, უშუალოდ ვაქცინების შეძენისთვის მიემართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930