14-05-2018
სტუდია „დისნეი“ ამჯერად აპირებს ანიმაცია „მულანის“ მიხედვით ფილმი გადაიღოს. როგორც ცნობილია, 1998 წელს გამოსული მულტფილმის ეკრანიზებაში სტუდია თითქმის 300 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ comicbook-ი წერს.
გადაღებები ძირითადად ახალ ზელანდიაში იქნება. ფილმი ტელეკერანებზე 2020 წელს გამოვა.
მთავარ როლს „მულანში“ ინფეი ლიუ შეასრულებს, რეჟისორი კი ნიკი კარო გახდება.