14-05-2018
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტთან აქციაზე მისვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სასწაული დადგა გუშინ გახარიამ. ასიდან ერთი პროცენტითაც წარმოუდგენელი იყო პროცესის ასეთი ფინალის პროგნოზირება. შემდეგი კითხვა - ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ამბებიდან ძალიან მალე გიორგი გახარია პრემიერ- მინისტრი გახდება?”, – წერს გრიგოლია.
ცნობისთვის: შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ რუსთაველზე "თეთრი ხმაურის" მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა.
„მოდით მაშინ დავიწყოთ, ბოდიშით, ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახლით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შს სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან მინისტრმა აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
„თუმცა, მინდა ასევე გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მათ მხოლოდ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც ვუთხრათ ბოდიში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.