გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები განვიხილეთ

2-07-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

"მივესალმები ჯეიმს აპატურაის ვიზიტს თბილისში. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ევროატლანტიკურ გზაზე და ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ განზომილებაში მეტი წინსვლის აუცილებლობა",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31