გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: აშკარაა, რომ გახარიას გუნდს არ აქვს ცალკე პოლიტიკა და დღის წესრიგი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილი „ქართული ოცნების“ დასაზიანებლად

2-07-2021

„გიგი უგულავა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგის პოლიტიკოსი პირდაპირ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგის მხარდამჭერებს, არჩევნებში ხმა მისცენ გიორგი გახარიას“ - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს პირდაპირ ადასტურებს, ერთ რამეს, რომ გიორგი გახარიას ცალკე პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვს.

„მისი დღის წესრიგი პირდაპირ ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს, რამენაირად დააზიანონ „ქართული ოცნება“ და მისი მხარდაჭერა 43 %-ს დაუახლოვონ. ამიტომ, მგონი უკვე ცალსახად აშკარაა, რომ გახარიას გუნდს არ აქვს ცალკე პოლიტიკა და დღის წესრიგი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილი „ქართული ოცნების“ დასაზიანებლად.

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი არის ნაწილი იმ კამპანიისა, რომლის ერთადერთი მიზანია „ქართული ოცნების“ დაზიანება, ეს სამარცხვინოა“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შეიძლება ზოგიერთმა ამ შემთხვევაშიც განმარტოს როგორც დამთხვევა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი დამთხვევაა იმისთვის, რომ ამ დამთხვევებში ვიპოვოთ კანონზომიერება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031