გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან

5-07-2021

პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან. განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან და ამაზე აღარ შევჩერდები. აქ ყველაფერი ნათელია... - ამის სესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და დღეს, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს ეხმიანება.

"ამ შემთხვევაში ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ ძალადობის ფაქტებს შევეხები:
რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა მოგვწონდეს თუ არ მოგვწონდეს რომელიმე მედიის საქმიანობა, ჟურნალისტის, ოპერატორის თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია!" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31