გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: სასწაული არ არის ქალბატონო თამარ თქვენ, გუბაზი და მაჭუტაძე პარლამენტში ხართ? გვერდს ჩხეიძე, გოცირიძე და მინაშვილი გიმშვენებენ

9-07-2021

,,ცნობილმა პუბლიცისტმა, სახალხო მთქმელმა, ქართული პოლიტიკის "დივამ", ეგზოტიკური ოპოზიციის წარმომადგენელმა და უბრალოდ დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა გვამცნო - ღარიბაშვილი გადადგება, თუ სასწაული არ მოხდაო“ - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის სტატუსს ეხმიანება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ წერს.

,,სასწაული არ არის ქალბატონო თამარ თქვენ, გუბაზი და მაჭუტაძე პარლამენტში ხართ? გვერდს ჩხეიძე, გოცირიძე და მინაშვილი გიმშვენებენ. ქუჩაში დაგრჩათ უგულავა და ბოკერია.

თვითმმართველობაზე ეშმაკმა უწყის ვინ ვის, სად და რამდენად მიეყიდება. არ არის ანალიტიკა თქვენი ძლიერი მხარე და იქნებ ისევ ლექსები გვიკითხოთ, გაგვახალისოთ, თორემ გასართობი შოუები შემოაკლდა ქართულ ტელე-სივრცეს’’ - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე facebook გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031