გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ვაკეში ოჯახს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს - წაღებულია თანხა

28-12-2017

ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ვაკეში, მარუხის ქუჩის 13 ნომერში. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იბერია" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელები ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრნენ, საიდანაც 1000 ევრო და 2500 ფუნტი გაიტაცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაზარალებულთა და თვითმხილველთა დაკითხვას აწარმოებს. როგორც "პრაიმტაიმს" უწყებაში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. თავდამსხმელების ვინაობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. 

წყარო: "პრაიმტაიმი"


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930