გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ისევ პოლიტიკური სარჩული, ისევ პარტიებად ქცეული ტელევიზიები, , ისევ ეჭვების და ყალბი ვერსიების შექმნა

13-07-2021

„კიდევ ერთხელ მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, ლექსო ლაშქრავას გარდაცვალების გამო მის მისი ოჯახისა და ახლობლების წინაშე.

ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება საქართველოში ყოველთვის დიდი ტკივილის მომტანი და ტრაგიკული იყო მისი ოჯახისათვის, ნათესავებისა თუ ახლობლებისათვის“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის გვერდზე და სვამს კითხვას - ღირს კი ასეთი პოლიტიკა, რომელიც ადამიანის სიკვდილზე ხელის მოთბობით იქნება გაჯერებული?

„სიტყვას „ვიზიარებ თქვენს მწუხარებასაც“ განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და ექნება ყოველთვის. უპირველესად კი ეს ნიშნავს, რომ მზადყოფნას გამოთქვამ რამენაირად შეუმსუბუქო ოჯახს ეს ტრაგედია...

ჩვენთან კი რა ხდება? ისევ პოლიტიკური სარჩული, ისევ პარტიებად ქცეული ტელევიზიები, სამძიმარის პირდაპირ ეთერში ჩვენება, ისევ ეჭვების და ყალბი ვერსიების შექმნა ... და რაც მთავარია პარტიული პოპულიზმი და პირადი გამორჩენის ჟინი, და ე.წ. პოლიტიკური გამორჩენა და სარგებელი...

ღირს კი ასეთი პოლიტიკა, რომელიც ადამიანის სიკვდილზე ხელის მოთბობით იქნება გაჯერებული...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930