გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი : მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას -გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა

17-07-2021

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დაიწყო.

„ბოლო დღეების განმავლობაში თქვენ უყურებთ, რომ გვაქვს მატება ინფიცირების შემთხვევების და მე მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა ჩვენს ხალხს. მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ვაქცინები საკმარისი რაოდენობის არ იყო ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩამოგვეტანა საკმარისი რაოდენობის ვაქცინები. მილიონი ვაქცინა არის ადგილზე, 1 მლნ. „ფაიზერის" მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის" ვაქცინებიც, მილიონი „სინოფარმი" და „სინოვაკი", რომელიც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა და არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. „ფაიზერზე" რაც გამოხსენებათ, რომ მილიონის შემოტანა არის დაგეგმილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი „სინოვაკი" და „სინოფარმი" ჩამოვა საქართველოში. მე მინდა, რომ ჩვენს ხალხს მივმართო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დავიწყეთ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა მთავრობას სჭირდება თანადგომა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები და ახლა საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება.

„გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა - 10 000 აცრა ჩავატარეთ, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ავიდეთ 20-30 ათასზე მინიუმ, რომ თვეში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე ავცრათ. ამის გარდა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მე არ მინდა, რომ გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა, რაც არის ძალიან შემაწუხებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. მე მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გავიაზროთ, კერძო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, რომ მთავრობას სჭირდება ახლა თანადგომა. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება, ერთობლივი ძალისხმევით, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930