გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუფე შიო: ნარკოტიკების ლეგალიზება ყოვლად დაუშვებელია

17-05-2018


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარება ცოდვაა და ამასთან, ოჯახს ანგრევს, რის გამოც მისი ლეგალიზება არ უნდა მოხდეს.

ამის შესახებ მეუფემ ნარკოპოლიტიკასტან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების დახმარება, მკურნალობა, ვინც არის დამოკიდებული, მაგრამ თვითონ ნარკოტიკების მოხმარება დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტებაა. ამის ლეგალიზება ყოვლად დაუშვებელია, რადგან, პირველ რიგში, ოჯახს ანგრევს, ოჯახის ტრაგედიას ქმნის და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ“- განაცხადა მეუფე შიომ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031