17-05-2018
„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„პარტიები ხელებს იფშვნეტენ, რომ სისხლისღვრა მოხდეს“ – აი ამ ბოროტი სისულელით და ტყუილით აშინებს აქტივისტებს ხელისუფლება.
როგორც რუსეთი გვაშინებს ომით, რომ თავისუფლება არ დავიცვათ, ზუსტად ისე გვაშინებს ხელისუფლება რაღაც თეორიული სისხლისღვრით, რომ თავისუფლება არ დავიცვათ.
რატომ უნდა მოხდეს სისხლისღვრა? თუ პოლიცია თავის ფუნქციას შეასრულებს და მშვიდობიან დემონტრანტებს დაიცავს, რატომ უნდა მოხდეს დაპირისპირება?
პრობლემა კიდევ ისაა, რომ ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი ამის საბაბს აძლევს.
„ფსონი გვქონდა დადებული ამ აქციაზე, რატომ დაიშალეთო“-ო რუსთავი ორის დირექტორი პირდაპირ ეთერში რომ ყვირის, ამას იყენებენ რომ „სისხლისღვრის“ შიშებს საფუძველი შეუქმნან – რამის თავი მაინც ჰქონდეთ.
სასარგებლო იდიოტების როლში ყავს ბიძინას მიშა და გვარამია უკვე წლებია.
ამიტომაა უპასუხისმგებლობა, წუწკობა და სიხარბე დესტრუქციული თავისუფლებისთვის ბრძოლაში – როგორ უნდა დადო ფსონი ნაჯა ორაშვილის აქციაზე, გვარამია როცა ხარ, თუ დაბნელებული არ გაქვს გონება, გაუგებარია. თავი რომ დავანებოთ იმის გააზრებას, როგორ გამოიყენებენ ამას თავისუფლების წინააღმდეგ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.