18-12-2017
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.
ამის შესახებ ბესელიამ გუნდში შიდა განხეთქილების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აქვს ნდობა და მაღალი ნდობა ჩვენი გუნდის მხრიდან. მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მთავრობის ცვლილებასთან, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო დონეზე მან მიიღო სრული მხარდაჭერა. ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე თვის წინ იყო პირველი განცხადებები, რომ ფრაქციები შეიძლება კიდევ შეიქმნას. წლის ბოლოა და ამ პერიოდში ძალიან რთული დინამიური პროცესი იყო პარლამენტში და ორიენტირი გაკეთდა, რომ წლის ბოლოსთვის მოხდეს ასეთი ორგანიზაციული, შიდა სტრუქტურული ცვლილებები “ - განაცხადა ეკა ბესელიამ.