გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი სოფელ აწყურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

18-05-2018

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებს. მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა მელიქიძესთან ერთად, ამჯერად სოფელ აწყურში მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფელში კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება. დაგეგმილია კულტურის სახლის ფასადისა და ეზოს, აქვე მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიისა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში შეიღებება ღობეები, სპორტულ მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი, ეზოში მოეწყობა გარე-განათება, ავტო-სადგომი, მისასვლელ გზაზე არსებულ ხევზე გადასასვლელი ხიდი და საყრდენი კედლები, დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აწყურის კულტურის სახლში რეაბილიტრაციის პირველი ეტაპი განხორციელდა, შეიცვალა კარ-ფანჯარა, ელექტრო-გაყვანილობა და სველი წერტილები, მოეწყო შენობის შიდა ინტერიერი. შედეგად, აქ არსებული სახელოვნებო და სპორტული წრეების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი გარემო შეიქმნა. შენობა 1970 წელს არის აშენებული და ამ დრომდე მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე დადებითად აფასებს სოფელ აწყურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მისი თქმით - „რეგიონში კულტურის სახლებისა და ცენტრების რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განახლებული გარემო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების კულტურული ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას შეუწყობს ხელს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. აქ ორი უნიკალური ტურისტული ობიექტისა და ღირსშესანიშნაობის - აწყურის ციხისა და ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის მასშტაბური რეაბილიტაცია მი მდინარეობს, რაც მომავალში ტურიზმის განვითარების კუთხით სოფელს კიდევ მეტ დატვირთვას მიანიჭებს. მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ აწყურში საზოგადოებრივი ცენტრისა და ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031