გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა არ გაიზიარა

26-07-2021

„არჩევნების დასრულებისთანავე, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა, წარმოადგინა ბრალდებები, რომლითაც ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნების შედეგები არ შეესაბამება კონკრეტული ნების გამოხატულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ მყისიერად იქნა გამოთქმული პოზიციები, რომლის მიხედვითაც შეთავაზებული იქნა ასობით საარჩევნო უბნის გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ჩანაწერების ამოღება და მათი გაშიფვრა, სატელევიზიო ტელედებატები და რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, შექმნილიყო საპარლამენტო ფორმატში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სიღრმისეულად შეისწავლიდა და გამოიკვლევდა ყველა იმ საკითხს, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე",-ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ" დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

გივი მიქანაძის განცხადებით, მმართველ გუნდში მიღებული იქნა გადაწყვეტილება და იმისთვის, რომ არ დარჩენილიყო რაიმე კითხვის ნიშანი, რომელიც ჩატარებულ არჩევნებს შეეხებოდა, ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე დაინიცირდა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლიდა და გამოავლენდა ფაქტებს, მათი არსებობის შემთხვევაში, რომელსაც შესაძლოა არჩევნების საბოლოო შედეგზე ჰქონოდა გავლენა. მისივე განცხადებით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ყველა შეთავაზება, მათ შორის, საარჩევნო კომისიის შექმნის და მასში მონაწილეობის თაობაზე, არ გაიზიარა.

„სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა აღნიშნული შეთავაზებები დააიგნორა, არ მიიღო და შესაბამისად, არც საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა გაიზიარა"-განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930