გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: "სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებით თავისი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

28-07-2021

"ქართული ოცნების" წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, "სამართლიანმა არჩევნებმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ამით ორგანიზაციას რეპუტაცია შეელახა.

"სამართლიანმა არჩევნებმა" სამწუხაროდ პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებით თავისი სანდოობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. უფრო მეტიც, როდესაც განაცხადა, რომ 8% უბენებში ფიქსირდებოდა დისბალანსი მეტობით ამის თაობაზე ცალკე ჩვენ, მმართველმა პარტიამ მივმართეთ არაერთხელ რომ მოგვეცით კონკრეტული ოქმები და უბნები, რომ შევისწავლოთ და ვნახოთ სად არის ეს 8%. არ ყოფილა ამაზე რეაგირება.

ცესკომ მიმართა, საგამოძიებო კომისიამაც, მე პირადად მოვთხოვე მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს და მან უკვე წარმოგვიდგინა ეს მასალები. როდესაც შევისწავლეთ 71 ოქმი, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 6 ოქმი არის მეტობით და ეს 6 ოქმი შედის იმ 19 ოქმში, რომელიც ცესკოს მიერ ისედაც აღიარებულია მეტობის ოქმებში," - განაცხადა გივი მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930