გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანა ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეების უსაფრთხოება და მართლწესრიგია

18-05-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სამინისტრო ყოველთვის, როდესაც იქნება ამის საჭიროება, გამოცხადდება პარლამენტში და  კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ან კონცეპტუალურ თემებთან დაკავშირებით თავის ხედვას წამოადგენს.

ეს განცხადება გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ ვგეგმავდით ასეთი შესაძლებლობა გამოგვეყენებინა 6 თვის თავზე, რამეთუ გვინდოდა თქვენთვის წარმოგვედგინა და გვინდა წარმოგიდგინოთ რეფორმების გეგმა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს რეფორმების სრული გეგმა გვინდა წარვუდგინოთ პოლიციის დღეს 31 მაისს პოლიციელებს და შემდგომ გეწვიოთ თქვენ რა თქმა უნდა თუ ეს თქვენის მხრიდან ინტერესი იქნება დადასტურებული და კიდევ უფრო დეტალურად მოგიყვეთ ის გეგმები, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის განმავლობაში. 

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მართლწესრიგი ჩვენს ქვეყანაში არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა საზოგადოების მხრიდან უსაფრთხოებაზე, მართლწესრიგზე და საპოლიციო სერვისებზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ეს გასაგებია რამეთუ ჩვენს რეგიონშიც და ქვეყანაში გამოწვევებიც გვეზრდება და გამოწვევები ხდება უფრო მრავალფეროვანი. აქედან გამომდინარე ამ გამოწვევების საპასუხოთ სამინისტროში შემუშავებული იყო სისტემური განახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას. ეს გახლავთ სტრუქტურული რეფორმები, ეს გახლავთ შინაარსობრივი რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა. თითოეული მათგანი მოიცავს კონკრეტულ გეგმას მაგალითად, სტრუქტურული რეფორმების ძირითადი კომპონენტები ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციის რეფორმა და საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ადამიანის უფლებების კომპონენტის დაცვის გაძლიერება ცენტრალურ აპარატში. ყველა თითოეულ კომპონენტში მე უფრო დეტალურად მოგახსენებთ ცოტა მოგვიანებით. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს რა თქმა უნდა აქ გამოწვევები ცოტა უფრო მძიმე გვაქვს და აქ უფრო მეტი დრო დაგვჭირდება, თუმცა აქაც აშკარად გვაქვს გამოკვეთილი ის ძირითადი მიმართულებები რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა რაც უნდა გახდეს პრევენციის ყველაზე სერიოზული ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა ტექნოლოგიები რამეთუ ჩვენ დღეს ჩვენი პოლიცია სამწუხაროდ ტექნოლოგიური დონით ჩამორჩება იმ საერთაშორისო აღმოსავლეთ– ევროპის ნორმებს, რომელიც აუცილებელია რომ დანაშაულთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტური, რა თქმა უნდა ადამიანური რესურსების მართვა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რამეთუ სისტემა გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთერთი ყველაზე დიდი ქვეყანაში და მასში მოსულ ადამიანს უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი სოციალური გარანტიები ასევე ვერტიკალური ზრდის მკაფიო საშუალებები. რამეთუ სისტემა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღეს ქვეყანაში და მასში მოსულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ძალზედ მკაფიოდ წარმოდგენილი როგორც სოციალური გარანტიები, ასევე ვერტიკალური ზრდის მკაფიო საშუალებები, რამეთუ მან შეძლოს თავისი ცხოვრების დაგეგმვა და კარიერული ზრდა სისტემაში. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც არის კონცენტრირებული ჩვენი 2018 წლის გეგმა“-განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930