გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შეთანხმებასთან დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს

2-08-2021

ჩვენ შეთანხმებასთან დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს. ვინც უნდა დაუბრუნდეს, შეაფასოს თავისი წინა მოქმედებები, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც დავამარცხებთ არჩევნებში, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, შეიძლება თუ არა „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდეს, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს.

როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ცალმხრივად ასრულებდა შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

„ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ასრულებდა ამ თვეების განმავლობაში შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ყველა პუნქტი რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, გახლავთ პირნათლად შესრულებული. ბოლო სხდომებზე „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ცალმხრივ რეჟიმში ახორციელებდა. შესაბამისად, ვინც უნდა დაუბრუნდეს, შეაფასოს თავისი წინა მოქმედებები, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც დავამარცხებთ არჩევნებში. არჩევნებიდან მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში ისინი ეცდებიან ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას, თუმცა, ერთი თვის შემდეგ გარწმუნებთ, ქვეყანა დაუბრუნდება და გადავა მშვიდი განვითარების ეტაპზე. ჩვენ წინ გვაქვს წლები, როცა მთელს ჩვენს ყურადღებას და ენერგიას მივმართავთ იმ საჭიროებებისკენ, რაც ხალხს აწუხებს. რა თქმა უნდა, რადიკალური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერასდროს გაიმარჯვებს და სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ის პოლიტიკური პარტია, ვინც სტაბილურ, მშვიდ და განვითარებად მომავალზე აიღებს პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930