გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარი: არა მხოლოდ ამ შეთანხმებაში დაბრუნებას, მომავალშიც კატეგორიულად გამოვრიცხავთ მსგავსი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას

2-08-2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „მიშელის დოკუმენტთან“ მმართველი პარტიის შესაძლო დაბრუნების საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „ოცნება“ არათუ ამ „დოკუმენტს“ დაუბრუნდება, არამედ მოცემული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში რამე სახის პოლიტიკური შეთანხმების გაფორმებაც გამორიცხულია.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს შეთანხმება, რომელზე ხელმოწერაც კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას ნიშნავდა, გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით - რათა ქვეყანაში დასტაბილურებულიყო სიტუაცია. ჩვენ გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეთანხმება აღმოჩნდა ცალმხრივი. ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, არათუ ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს, არამედ ის გამოიყენა რადიკალიზაციის და პოლარიზაციის გასაღრმავებლად. ხოლო ვინც ხელი მოაწერა, მათი უმრავლესობა არ ასრულებდა პირობებს და არ მონაწილეობდა პუნქტების შესრულებაში. ამიტომ, მათი მხრიდან დესტრუქციის გაგრძელებამ ჩვენ გვაიძულა, რომ მოგვეხდინა შეთანხმების ანულირება. ჩვენ გამოვრიცხავთ არა მხოლოდ ამ შეთანხმებაში დაბრუნებას, არამედ მომავალშიც კატეგორიულად გამოვრიცხავთ მსგავსი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031