გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო

3-08-2021

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „მეწარმეთა შესახებ".

„ნამდვილად დიდი საქმეა, დავასრულეთ „მეწარმეთა შესახებ" კანონსა და პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე წლების მუშაობა, რომელიც საბოლოოდ კანონად იქცა. მადლობა მიხეილ სარჯველაძეს გაწეული შრომისთვის, მადლობა იურიდიულ კომიტეტს და თითოეულ ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონის შემუშავებაში წლების განმავლობაში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კანონპროექტზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

კანონპროექტის თანმდევი პაკეტი 26 კანონპროეტისაგან შედგება და შესაბამისად, მიღებული კანონპროექტით წესრიგდება სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებასთან, ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოებასთან, შენატანებთან, სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ანგარიშგებასთან და აუდიტთან, ხანდაზმულობასა და გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტი განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირის დაფუძნების პროცედურებს, არსებობის ფორმებსა და მათი არსებობის პროცესში ამავე სუბიექტის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებს.

მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ეს პროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. მასთან დაკავშირებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური და ინტენსიური მუშაობა და ამ თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა „მეწარმეთა შესახებ" თანამედროვე, ევროპული, ერთ-ერთი საუკეთესო კანონპროექტის შემუშავება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930